пятница, 13 марта 2015 г.

დღე მეცხრე
დღეს გვქონდა შემაჯამებელი დღე.გავეცანით და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. ვიყავით ერთანეთის თეთრი და შავი ოპონენტები. გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები, მივეცით რჩევები. რომლის გათვალისწინება დაგვეხმარება პროექტის უკეთ შედგენაში.
  უნდა გამოვტყდე რომ სწავლების ეს მოდული ჩემთვის იყო საკმაოდ რთული მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს წარმოსახვის უნარების გაზრდაში და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
 ზოგადად გავერკვიე თუ როგორ უნდა შევიმუშავო სტანდარტები, როგორ ჩამოვაყალიბო სასწავლო ამოცანები, როგორ მოვახდინო საკვანძო კითხვების  ფორმურირება პროექტის უკეთ წარმართვისათვის.
  მადლობა გვანცა.

среда, 4 марта 2015 г.

მერვე დღე
გავეცანი შეფასების სტრატეგიების შემუშავებას. ვისწავლე ბლოგზე ბმულების გაკეთება,რომელიც დამეხმარება ნაშრომების საქაღალდესი თანმიმდევრულად ჩალაგებაში..გავეცანი როგორ მოვამზადო შაბლონები ტექნოლოგიების გამოყენებით.პორტ-ფოლიოში ავკრიფე ყველა ის რესურსი რომელიც მქონდა მზად.

понедельник, 2 марта 2015 г.

დღე მეშვიდე

დღევანდელ დღეს მიმოვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.აღმოვაჩინე და  გავასწორე დაშვებული შეცდომები. გავიგე სწავლების ხელშეწყობისათვის თუ როგორ უნდა დავგეგმო გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით გარდნერისა და ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით.ასევე გავერკვიე გაკვეთილის დაგეგმვისას როგორ გამეთვალისწინებინა მოსწავლეთა დიფერენციაცია.



пятница, 27 февраля 2015 г.

მეექვსე დღე
გავერკვიე  power point-ში მოსწავლის სასწავლო ნიმუშების შექმნაზე. ვიმუშავე სლაიდებზე.ვისწავლე როგორ ჩავსვა დიაგრამა.როგორ დავდო სლაიდზე ვიდეო ან აუდიო მა სალა. ასევე როგორ მოვახერხო სურათების ჩატვირთვა.ვიმუშავეთ დიზაინის შექმნაზე. ყოველივე ეს მოსწავლეს მისცემს საშუალებას პროექტის სიღრმისეულად შესწავლაში,რამაც უნდა უზრუნველყოს მასალის ღრმა გააზრება.

понедельник, 23 февраля 2015 г.

დღე მეხუთე
 
დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ შევაფასე თუ როგორ უნდა იყოს გაწერილი სტანდარტები და მიზნები.გავერკვიე რა მნიშვნელობა აქვს პროცედურების დაგეგმვას მოსწავლეთა მიზნების მიღწევაში.ნიმუშის სახით კიდევ ერთხელ გავეცანი მზა პროექტის გეგმებს.   გავერკვიე თუ რა მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებების დაცვას.ვისწავლე ლინკების გადმოტანა. გავეცანი   კოლაბორაციის საუკეთესო საშუალებებს .ამის გათვალისწინებით მექნება საშუალება დავიცვა სხვისი უფლებები და
ჩემი პროექტიც .

пятница, 20 февраля 2015 г.

დღე მეოთხე
გავიგე სტანდარტების 21-ე საუკუნეების მიზნების შესაბამისობა.და მათ შორის ურთიერთკავშირი. გავერკვიე დროში გაწერილ შეფასების არში. რა მეთოდებითაა შესაძლებელი მოსწავლეთა შეფასება. რა უწყობს ხელს მოსწავლეთა თვითრეგულაციის განვითარებას.

среда, 18 февраля 2015 г.

   მესამე დღე
გავეცანი პროექტის დაგეგმვას. მიმართულების მიმცემ საკვანზო კითხვების შინაარსს. გავერკვიე ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვების არსში.გავიგე რა როლი აქვს კითხვებს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.  იმედი მაქვს რომ მიღებული ცოდნა გამომადგება ჩემ შემდგომ დაგეგმილ პროექტებში.

среда, 11 февраля 2015 г.

დღე მეორე

დღევანდელ დღეს გავეცანი პროექტის სასურველ ნიმუშებს.განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის პუბლიკაციების შექმნა,რაც დამეხმარება პროექტის უკეთესად წარდგენაში.ზოგადად განვიხილედ პორტფოლიოს რუბრიკა.გავეცანი თუ რა მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს პროექტი რომელიც ჩემს მიერ არის წარდგენილი. გავეცანი პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.