пятница, 13 марта 2015 г.

დღე მეცხრე
დღეს გვქონდა შემაჯამებელი დღე.გავეცანით და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. ვიყავით ერთანეთის თეთრი და შავი ოპონენტები. გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები, მივეცით რჩევები. რომლის გათვალისწინება დაგვეხმარება პროექტის უკეთ შედგენაში.
  უნდა გამოვტყდე რომ სწავლების ეს მოდული ჩემთვის იყო საკმაოდ რთული მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს წარმოსახვის უნარების გაზრდაში და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
 ზოგადად გავერკვიე თუ როგორ უნდა შევიმუშავო სტანდარტები, როგორ ჩამოვაყალიბო სასწავლო ამოცანები, როგორ მოვახდინო საკვანძო კითხვების  ფორმურირება პროექტის უკეთ წარმართვისათვის.
  მადლობა გვანცა.

среда, 4 марта 2015 г.

მერვე დღე
გავეცანი შეფასების სტრატეგიების შემუშავებას. ვისწავლე ბლოგზე ბმულების გაკეთება,რომელიც დამეხმარება ნაშრომების საქაღალდესი თანმიმდევრულად ჩალაგებაში..გავეცანი როგორ მოვამზადო შაბლონები ტექნოლოგიების გამოყენებით.პორტ-ფოლიოში ავკრიფე ყველა ის რესურსი რომელიც მქონდა მზად.

понедельник, 2 марта 2015 г.

დღე მეშვიდე

დღევანდელ დღეს მიმოვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.აღმოვაჩინე და  გავასწორე დაშვებული შეცდომები. გავიგე სწავლების ხელშეწყობისათვის თუ როგორ უნდა დავგეგმო გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით გარდნერისა და ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით.ასევე გავერკვიე გაკვეთილის დაგეგმვისას როგორ გამეთვალისწინებინა მოსწავლეთა დიფერენციაცია.